აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი – თუ რეგიონული ინტეგრაციის, მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის არ ვიმუშავებთ, ალტერნატივა კონფლიქტი იქნება

თუ რეგიონული ინტეგრაციის, მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის არ ვიმუშავებთ, ალტერნატივა კონფლიქტი იქნება, – ამის შესახებ ენერგეტიკისა და ინვესტიციების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის უფროსმა მრჩეველმა, ამოს ჰოხშტეინმა განაცხადა.
„ვფიქრობ, რომ ყველა გზა პირდაპირ არ გრძელდება და ზოგჯერ ის ჯერ სხვა მიმართულებით მიდის, მაგრამ მიზანი მაინც იგივე რჩება“, – განაცხადა ამოს ჰოხშტეინმა.
ამოს ჰოხშტეინმა აღნიშნა, რომ საუდის არაბეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობების ნორმალიზების იმედი ჯერ არ უნდა დაიკარგოს.
„არ მიმაჩნია, რომ ჩვენ მიმართულებას ვცვლით, ამ კონფლიქტმა ეს არ უნდა გამოიწვიოს და ორმაგად უნდა შეგვახსენოს ის, რომ თუ რეგიონული ინტეგრაციის, მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის არ ვიმუშავებთ, ალტერნატივა კონფლიქტი იქნება“, – აღნიშნა ჰოხშტეინმა.
შეგახსენებთ, ისრაელ – „ჰამასის“ ომის დაწყებამდე, ერ-რიადი და თელ-ავივი ურთიერთობების ნორმალიზებისთვის მზადყოფნას გამოთქვამდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო