არქივი8 იანვარი, 2024, 05:54
"პალესტინელებს ღაზაში დარჩენა უნდა შეეძლოთ" - ბლინკენი კატარში ჩავიდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, პალესტინელებს ღაზის დატოვება არავინ არ უნდა აიძულოს, - ამის შესახებ BBC წერს.
"პალესტინელ მშვიდობიან მოსახლეობას უნდა შეეძლოს სახლში დაბრუნება, როგორც კი ამის პირობები იარსებებს. მათ არ უნდა აიძულონ, დატოვონ ღაზა“, - განაცხადა კატარში ვიზიტით ჩასულმა ბლინკენმა.
ჟურნალისტებთან საუბრისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დაგმო იმ ისრაელელი მინისტრების განცხადებები, რომლებიც პალესტინელების სხვაგან გადასახლებას მოითხოვენ.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.