ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პაკისტანში, საარჩევნო კამპანიისას, პოლიტიკოსს თავს დაესხნენ და მოკლეს | მოკლულია კიდევ 2 პირი

პაკისტანის საყოველთაო არჩევნებში მონაწილე, ჰაიბერ-პახტუნხვას პროვინციული ასამბლეის დამოუკიდებელი კანდიდატი მალიქ კალემ ულა და კიდევ 2 ადამიანი საარჩევნო კამპანიის დროს მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით გამოცემა Reuters ავრცელებს.
ჩრდილოეთ ვაზირისტანის პოლიციის უფროსმა როჰან ზაიბ ხანმა Reuters-ს განუცხადა, რომ კალემ ულა კარდაკარ კამპანიას აწარმოებდა, როდესაც მას თავს დაესხნენ. პოლიტიკური ლიდერები ვარაუდობენ, რომ მსგავსი თავდასხმების სიჭარბემ შესაძლოა 8 თებერვალს არჩევნების ჩატარებას ხელი შეუშალოს.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა, ამ დროისთვის, არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.
არჩევნები პოლიტიკურად და ეკონომიკურად პრობლემურ სამხრეთ აზიის ქვეყანაში რამდენიმე შეფერხების შემდეგ 8 თებერვალს დაინიშნა. გასულ კვირას სენატმა, საფრთხისა და ჩრდილოეთ რაიონებში მკაცრი ზამთრის გამო, არჩევნების შემდგომი გადადების შესახებ არასავალდებულო რეზოლუცია მიიღო.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.