ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-მა კიდევ განახორციელა დარტყმა იემენში განთავსებული ჰუთი მეამბოხეების ობიექტებზე

აშშ-მა 16 იანვარს ახალი დარტყმა განახორციელა იემენში განთავსებული ჰუთი მეამბოხეების ობიექტებზე, რაც ბოლო დღეებში მესამე შეტევაა ირანის მიერ მხარდაჭერილი ამ ჯგუფის წინააღმდეგ - აცხადებს აშშ-ის ორი ოფიციალური პირი.
ღამით განხორციელებულმა შეტევამ გაანადგურა ჰუთების ოთხი ბალისტიკური რაკეტა, რომლებიც წარმოადგენდნენ მწვავე საფრთხეს სავაჭრო და აშშ-ის ფლოტის ხომალდებისთვის რეგიონში - აშშ-ის წარმომადგენელთა ამ სიტყვებს ავრცელებს საინფორმაციო სააგენტო AP.
დარტყმის ფონია ჰუთების მხრიდან პასუხისმგებლობის აღება კიდევ ერთ სარაკეტო თავდასხმაზე წითელ ზღვაში მოძრავი ხომალდის წინააღმდეგ. ხომალდი სუეცის არხისკენ მიემართებოდა როცა მას თავს დაესხნენ - აცხადებს საბერძნეთის საზღვაო ვაჭრობისა და კუნძულთა პოლიტიკის სამინისტრო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.