არქივი26 მარტი, 2024, 07:26
პაკისტანის საზღვაო ბაზაზე შეიარაღებული პირების თავდასხმის შედეგად ერთი სამხედრო დაიღუპა
პაკისტანის საზღვაო ბაზაზე შეიარაღებული პირების თავდასხმის შედეგად ერთი სამხედრო დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი პაკისტანის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, შეიარაღებული პირები სამხრეთ-დასავლეთ პაკისტანში ტურბატის ბაზას დაეხნენ თავს.
პაკისტანის უსაფრთხოების ძალებმა საპასუხო ცეცხლის შედეგად, ხუთი თავდამსხმელის ლიკვიდაცია განახორციელეს.
„ჩვენ დიდ დანაკარგებს გადავურჩით“, - ნათქვამია პაკისტანის პრემიერ-მინისტრის, შეჰბაზ შარიფის ოფისის განცხადებაში.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ბელუჯისტანის განმათავისუფლებელმა არმიამ“ აიღო.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.