პაატა სალია: “იმედისა” და PosTV-ს გაშუქებული არცერთი ფაქტი არ არის არასწორი, ცრუ, შეუსაბამო და პროპაგანდისტული (ვიდეო)

“არცერთი ფაქტი ამ ტელევიზიების მიერ გაშუქებული, არ არის არასწორი, ცრუ, შეუსაბამო და პროპაგანდისტული” – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ ტელეკომპანია “იმედსა” და PosTV-ზე განაცხადა.

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთის მიერ აღნიშნული ტელეკომპანიების დასანქცირება “სიტყვის თავისუფლებაზე თავდასხმაა”.

პაატა სალიამ აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია, თუმცა სამართლებრივი პროცესი “სამწუხაროდ ძალიან გაჭიანურებულია”.

პირველ რიგში, ეს რა თქმა უნდა თავდასხმა არის სიტყვის თავისუფლებაზე და სხვა არაფერი. მეორე,  როდესაც საუბარია პროპაგანდისტულ ტელევიზიაზე, დაასახელონ კონკრეტული ფაქტები. დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება არის გასაჩივრებული და რა თქმა უდნა, ამას თავისი სამართლებრივი პროცესი აქვს, სამწუხაროდ ძალიან გაჭიანურებული პროცესი არის იმიტომ, რომ სამი ინსტანცია ფაქტობრივად BBC-ის ნაწილშია და შემდგომ გადავა უკვე მარეგულირებელ ორგანოში. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში გამოჩნდება, რომ ეს გადაწყვეტილება მათი მხრიდან იყო დაუსაბუთებელი. 

მოსაზრებებზე არ ვსაუბრობ, მოსაზრება ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს და ამ მოსაზრების ჩახშობა არის სწორედ სიტყვის თავისუფლების ჩახშობა. ბრიტანეთის გადაწყვეტილება, დიახ, ამ შემთხვევაში მოსაზრების საფუძველზე იყო. გადაწყვეტილებაში, რომელიც მიღებულია და ამას რა თქმა უნდა სამართლებრივი პროცედურების დროს აუცილებლად გავაჟღერებთ და წერია კიდევაც ჩვენს მიერ წარდგენილ საჩივარში, რომ არცერთი კონკრეტული ფაქტი, რომელიც შეიძლება დაკვალიფიცირდეს, როგორც საფუძველი პროპაგანდისთვის არ არსებობს. არცერთი ფაქტი ამ ტელევიზიების მიერ გაშუქებული, არ არის არასწორი, ცრუ, შეუსაბამო და პროპაგანდისტულად წარმოდგენილი. 

რაც შეეხება სტუმრების მოსაზრებებს – ნებისმიერ ტელევიზიაში შეიძლება რაღაც ისეთმა განსხვავებულმა მოსაზრებამ გაიჟღეროს, თავად ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკასაც ეწინააღმდეგებოდეს, თუმცა ამის გამო არ ვაგდებთ ადამიანებს სტუდიებიდან. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ პროპაგანდა არსებობს და ამას არ ედოს კონკრეტული, ფაქტობრივი საფუძველი, არის დაუსაბუთებელი. ამიტომ გვაქვს გასაჩივრებული,” – განაცხადა პაატა სალიამ. 

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ საქართველოში მოქმედ ორ პროსახელისუფლებო ტელევიზიას, „ტელეიმედსა“ და „პოსტივის“ (PosTV) ფინანსური სანქციები მიმდინარე წლის 24 თებერვალს დაუწესა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლსკი უძილაურზე – არ შეიძლება ვიღაცას ფარდის მიღმა ელაპარაკებოდე და სახელმწიფოს შესახებ ინფორმაცია, საფასურის სანაცვლოდ, ჩუმად გასცე, ეს ღალატია! – ბიძინა ივანიშვილის პრესმდივანი არ ყოფილა, ნუ დახატავთ, რომ მისი მარჯვენა ხელი იყო