ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პაატა მანჯგალაძე ხელისუფლებას - მოეშვით ხალხის დაყოფას და დაშინებას, ხალხს სჯერა ერთიანობის და იმის, რომ 26 ოქტომბერს შეუძლიათ პასუხი მოგთხოვონ იმ ანტიქართული ქმედებების გამო, რომელსაც 12 წელია ატარებთ

მოეშვით ხალხის დაყოფას და დაშინებას, ხალხს სჯერა ერთიანობის და იმის, რომ 26 ოქტომბერს შეუძლიათ პასუხი მოგთხოვონ იმ ანტიქართული ქმედებების გამო, რომელსაც 12 წელია ატარებთ, - ასე მიმართავს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, პაატა მანჯგალაძე ხელისუფლებას.
მისი თქმით, ოპოზიციისგან განსხვავებით, „ქართული ოცნება“ მხოლოდ პარტიულ აქტივს ხვდება.
„მინდა გამოვეხმაურო ,,ქართული ოცნების" განცხადებას. თითქმის ნახევარი დასავლეთ საქართველო მოვიარეთ ,,ერთიანობის" ლიდერებთან ერთად, შევხვდით უამრავ ადამიანს და ჩვენს მიმართ გაბრაზებული ან/და განრისხებული ერთი ადამიანიც კი არ შეგვხვედრია. აი, თქვენ მართლა პარტიული აქტივის გარდა ვერავის შეხვდებით. მოეშვით ხალხის დაყოფას და დაშინებას, ხალხს სჯერა ერთიანობის და იმის, რომ 26 ოქტომბერს შეუძლიათ პასუხი მოგთხოვონ იმ ანტიქართული ქმედებების გამო, რომელსაც 12 წელია ატარებთ",- განაცხადა მანჯგალაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.