პაატა მანჯგალაძე – მოქალაქეებს „ქართული ოცნებისთვის“ განაჩენი გამოტანილი აქვთ – უკვე აღარ კითხულობენ: „გვეშველება რამე?“ პირდაპირ ამბობენ: „ხომ ვიმარჯვებთ?“ – დიახ, ჩვენ ვცვლით ხელისუფლებას!

მოქალაქეებს „ქართული ოცნებისთვის“ განაჩენი გამოტანილი აქვთ. ალბათ, ყველაზე რეკორდულად მინიმალური ნდობა აქვს ხელისუფლებას, – ამის შესახებ პლატფორმა „ერთიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარ თავს შესაძლოა, მაქსიმუმ, 60%-იანი მხარდაჭერის უფლება მისცეს, ისიც ოცნებებში და ფანტაზიებში.
„ჩვენ მოვიარეთ რეგიონები. 3 დღის განმავლობაში 6-ზე მეტ ქალაქში ვიყავით და ფაქტობრივად, მოქალაქეებს „ქართული ოცნებისთვის“ განაჩენი უკვე გამოტანილი აქვთ. უკვე აღარ კითხულობენ – „გვეშველება რამე?“ პირდაპირ ამბობენ – „ხომ ვიმარჯვებთ?“ დიახ, ჩვენ ვცვლით ხელისუფლებას და ვიმარჯვებთ ერთიანობით.
ალბათ, ყველაზე რეკორდული, მინიმალური ნდობა აქვს ხელისუფლებას, იმიტომ, რომ მე ფაქტობრივად, არ შემხვედრია ადამიანი, რომელიც ხელისუფლების მხარდამჭერი იყო. ფაქტობრივად, არ შემხვედრია ადამიანი, ვინც ამბობდა, რომ ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ უნდა დარჩეს,“ – განაცხადა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – საქართველოს საგარეო უწყებამ სულელური განცხადება გაავრცელა, რას ლაპარაკობენ? – სანქცია არის დამღა, რომლის მოხსნა ურთულესი თემაა, რადგან მაკა ბოჭორიშვილი იტყვის, შეცვლიან?

სიმონ ჯანაშია: მოუსმინეთ შანიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოწმეს. ამ საშინელ ისტორიაში ჩანს, რომ მკვლელის მშობლები ამ ამბის სულ მცირე შემსწრეები და კიდევ უარესი, მკვლელობის თანამონაწილეები არიან (აუდიოჩანაწერი)

თეონა ბაღდავაძე: პირველ რიგში ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი ასეთი ემოციური ვიდეოსთვის, უბრალოდ არ შემიძლია ნიკუშა კაპანაძის ნაძირალა დედას რომელიც ცდილობს სიტუაციიდან დაძვრომას გულგრილად ვუყურო