– ჩვენ არ ვართ ის ერი, ვის ისტორიასაც მტრები წერენ და მომავალს მოღალატეები განსაზღვრავენ – ჩვენ მეტნი ვართ და აუცილებლად გავიმარჯვებთ!

თენდება დილა და მოქმედებას იწყებს ეს „ქოცური“ აბსურდის სახელმწიფო, სადაც: ბრალის გარეშე ხარ ბრალდებული, თავისუფლების სახელით ხარ შეზღუდული, გაქვს – გამარჯვების უფლება არა – ჩვენ არ ვართ ის ერი, ვის ისტორიასაც მტრები წერენ და მომავალს მოღალატეები განსაზღვრავენ,- ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ ძალა შიშზე, სიჩუმესა და უმოქმედობაზე დგას.
„თენდება დილა და მოქმედებას იწყებს ეს „ქოცური“ აბსურდის სახელმწიფო სადაც: ბრალის გარეშე ხარ ბრალდებული, თავისუფლების სახელით ხარ შეზღუდული, გაქვს – გამარჯვების უფლება არა.
მშვიდობა სიჩუმეა; მოძალადე – დაცული; ხალხი – დაუცველი. თუ ფიქრობ – საშიში ხარ; თუ ხმას იღებ უკვე დამნაშავე ხარ; თუ იბრძვი – უცხოეთის აგენტი; თუ აპროტესტებ – პროვოკატორი. ეს არის „ქოცური“ სახელმწიფო, ავტოკრატიაში შეფუთული ფარსი. რეჟიმი, რომელიც ყოველ დღე ცდილობს გაგანადგუროს შიშით, ძალადობით და პროპაგანდით.
აქ მთავარი კანონებია: ომი – მშვიდობაა, თავისუფლება – მონობა.
უფროსი ძმა ყველაფერს ხედავს და ყველაფერი იცის! თუ ეგუები, არ გაქვს წარსული, აღარ გეკუთვნის აწმყო, მომავალს კი სხვები განსაზღვრავენ. მათი ძალა შიშზე და ჩვენს სიჩუმეზე, უმოქმედობაზე დგას.
ჩვენ არ ვართ ის ერი, ვის ისტორიასაც მტრები წერენ და მომავალს მოღალატეები განსაზღვრავენ.
გვჯეროდეს ერთმანეთის და თავისუფალი საქართველოსი. ჩვენ მეტნი ვართ და აუცილებლად გავიმარჯვებთ!”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მერაბ მალანია – რაც ხდება, უსამართლობაა – ბევრი ტალახი მესროლეს, მაგრამ თმენის ვალდებულება მაქვს – ამბობენ, რომ დაგეგმვაში ვმონაწილეობდი, ვინაიდან ბავშვი მასწავლებელთან მივიყვანე და წამოვიყვანე, ეს არის ჩემი დანაშაული

გიორგი სიორიძე – 2026 წლის ივნისში პური 6,6%-ით, ზეთი 5,5%-ით, ხორცი 9,8%-ით, ხილი 8,7%-ით, ხოლო თევზეული 20,4%-ითაა გაძვირებული – თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფასების კომისიის და სუს-ის გამოძიების შედეგი არის სრული კრახი!