ანა დოლიძე – ჩვენ ვართ ერი, რომელსაც ქრისტეს საფლავი ებარა და ახლა გვეუბნებიან, რომ „ჩანგალზე ჩასულ“ კაცს, ყაველაშვილს, ტრამპმა ვითომ ხელი რომ დაუქნია, ეს უნდა გვეზეიმებოდეს

ჩვენ ვართ ერი, რომელსაც ქრისტეს საფლავი ებარა და ახლა ჩვენ გვეუბნებიან, რომ „ჩანგალზე ჩასულ“ კაცს, ყაველაშვილს, ტრამპმა ვითომ ხელი რომ დაუქნია, ეს უნდა გვეზეიმებოდეს – ეს არის გამათხოვრების პოლიტიკა, რომელშიც გვამყოფებს რეჟიმი, – ამის შესახებ კოალიცია „ხალხისთვის-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.
მისი თქმით, „საქართველოს უნდა პრეზიდენტი და პრემიერი, რომელსაც ყველა იცნობს და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ პატივსაცემი პირია“.
„ქართულ ოცნებას“ სურს მიგვაჩვიოს იმ აზრს, რომ ჩვენგან არაფერი არ გამოვა, მათი გაგებით ჩვენი მაქსიმუმი არის მთელი ცხოვრება ვიყოთ ხაჭაპურის მცხობელი ერი, ვიყოთ მომვლელები, ეს არის სწორედ კოლონიალიზმი და ამას გვაჩვევენ. წარმოიდგინეთ, გვაკამათებენ იმაზე, რომ ყაველაშვილი ჩავიდა რომში და მას დაუქნიეს ხელი თუ არა. საერთოდ რა დისკუსიაა ეს, იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ვართ ერი, რომელსაც ქრისტეს საფლავი ებარა. ეს გვავიწყდება, ამას არ გვიმეორებენ სკოლებში, არ გვიმეორებენ ტელევიზიებში და ეს უნდათ რომ დაგვავიწყდეს. შემდგომ კი კმაყოფილი ვიყოთ იმით, რომ გავუშვით სადღაც სახელმწიფოს სახელით ადამიანი, რომელსაც სახვეწარი აქვს ხელის დაქნევა. ოლიმპიური ჩემპიონი რომ იქნები და სოფლის შეჯიბრებაში პირველობას ვერ მიაღწევ, ეგეთი რაღაც უნდათ, რომ დაგვმართონ. ჩვენ ვართ ერი, რომელსაც ქრისტეს საფლავი ებარა და ახლა ჩვენ გვეუბნებიან, რომ „ჩანგალზე“ ჩასულ კაცს, ყაველაშვილს, ტრამპმა ვითომ ხელი რომ დაუქნია, ეს უნდა გვეზეიმებოდეს. ეს არის გამათხოვრების პოლიტიკა, რომელშიც გვამყოფებს რეჟიმი. ჩვენ გვინდა პრეზიდენტი, ჩვენ გვინდა პრემიერი, რომელსაც ყველა იცნობს და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ პატივსაცემი პირი არის. ეს გვეკუთვნის ჩვენ“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება