– უკვე ძალიან წუხან „პატრიოტი რუსქოცები“, რომ პუტინს აღარ აქვს უსაფრთხოების გარანტია 9 მაისის აღლუმისთვის

უკვე ძალიან წუხან „პატრიოტი რუსქოცები“, რომ პუტინს აღარ აქვს უსაფრთხოების გარანტია 9 მაისის აღლუმისთვის, – ამის შესახებ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „რუსქოცები“ ვერ იტანენ, რომ თავისუფლება და გმირობა კვლავ დაფასებულია“.
„უკვე ძალიან წუხან „პატრიოტი რუსქოცები“, რომ პუტინს აღარ აქვს უსაფრთხოების გარანტია 9 მაისის აღლუმისთვის.
უკრაინას, რომლის განადგურებასაც 3 დღეში აპირებდა, სამი წლის თავზე ეხვეწებიან, რომ წითელ მოედანს თავი დაანებოს.
დღეს უკვე აღარ არის მხოლოდ მსხვერპლი. ის არის ძლიერი მოთამაშე, რომელიც იმპერიას აშინებს და მსოფლიოს აჩვენებს ვინ არის თავისუფალი ერების ნამდვილი მტერი.
სწორედ ამას ვერ იტანენ „რუსქოცები“: ვერ იტანენ, რომ თავისუფლება და გმირობა კვლავ დაფასებულია. საკუთარი ქვეყნის მომავლით ვაჭრობა და გაყიდვა კი ღალატია“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მერაბ მალანია – რაც ხდება, უსამართლობაა – ბევრი ტალახი მესროლეს, მაგრამ თმენის ვალდებულება მაქვს – ამბობენ, რომ დაგეგმვაში ვმონაწილეობდი, ვინაიდან ბავშვი მასწავლებელთან მივიყვანე და წამოვიყვანე, ეს არის ჩემი დანაშაული

გიორგი სიორიძე – 2026 წლის ივნისში პური 6,6%-ით, ზეთი 5,5%-ით, ხორცი 9,8%-ით, ხილი 8,7%-ით, ხოლო თევზეული 20,4%-ითაა გაძვირებული – თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფასების კომისიის და სუს-ის გამოძიების შედეგი არის სრული კრახი!