ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პაატა მანჯგალაძე - სულ უფრო თვალნათელი გახადა ხელისუფლების განზრახვა, იზოლაციაში მოაქციოს საქართველო - ამ ბოროტ ქმედებებზე პასუხი უნდა იყოს ერთიანი

ჩვენ უამრავ ადამიანს ვხვდებით და კიდევ უფრო მეტი მოქალაქე რწმუნდება, ხვდება, რომ მეტი იზოლაცია ნიშნავს მეტ სიღარიბეს, მეტი სიღარიბე ნიშნავს უფრო მეტი ქართული ოჯახის მიერ საქართველოს დატოვებას, შესაბამისად, უფრო ნაკლები ბავშვის დაბადებას ქვეყანაში , - ამის შესახებ "ერთიანობის" ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა
მისი თქმით, ყველაფერზე 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა გამარჯვებით უნდა უპასუხოს რეჟიმს.
"აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებამ, 95 მილიონი პირდაპირი დახმარების შეჩერების შესახებ, სულ უფრო თვალნათელი გახადა ხელისუფლების განზრახვა იზოლაციაში მოაქციოს საქართველო.
ჩვენ უამრავ ადამიანს ვხვდებით და კიდევ უფრო მეტი მოქალაქე რწმუნდება, ხვდება რომ მეტი იზოლაცია ნიშნავს მეტ სიღარიბეს, მეტი სიღარიბე ნიშნავს უფრო მეტი ქართული ოჯახის მიერ საქართველოს დატოვებას, შესაბამისად, უფრო ნაკლები ბავშვის დაბადებას ქვეყანაში.
ხელისუფლების ამ ბოროტ ქმედებებზე პასუხი უნდა იყოს ერთიანი. 26 ოქტომბერს არც ერთი ხმა რეჟიმს, რომელიც მხოლოდ იზოლაციას და სიღარიბეს ჰპირდება საქართველოს", - განაცხადა მანჯგალაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.