ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პაატა მანჯგალაძე - არსებობს გამოსავალი და ეს არის 26 ოქტომბრის არჩევნები, სადაც ერთიანობით იმარჯვებს საქართველო

„ქართული ოცნება“ სერიოზულ ხიფათად და სირცხვილად იქცა საქართველოსთვის, - ამის შესახებ „ერთიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, არსებობს გამოსავალი და ეს არის 26 ოქტომბრის არჩევნები, სადაც ერთიანობით იმარჯვებს საქართველო.
„თუნდაც ის, რომ ირაკლი კობახიძე თავს იწონებდა ირანში დემოკრატიის მტერ და რამდენიმე ტერორისტად გამოცხადებულ ლიდერთან ერთად, არის ნათელი დადასტურება, რომ ხელისუფლება მიზანმიმართულად ცდილობს ურთიერთობების გაფუჭებას ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან რაც სულ უფრო მეტად აქცევს იზოლაციაში და სიღარიბეში საქართველოს. თუმცა, არსებობს გამოსავალი და ეს არის 26 ოქტომბრის არჩევნები სადაც ერთიანობით იმარჯვებს საქართველო,” - განაცხადა მანჯგალაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.