პაატა მანჯგალაძე – სამუშაო ჯგუფები მხოლოდ დროის გასაწელად იყო მოგონილი, ახლა ეს „ქოცებმაც“ დაადასტურეს – რადგან არჩევნები ახლოსაა, აღარ უნდათ სამუშაო ჯგუფი, რომელიც შედეგს ვერ დადებს

სამუშაო ჯგუფები მხოლოდ დროის გასაწელად იყო მოგონილი, ახლა ეს „ქოცებმაც“ დაადასტურეს – რადგან არჩევნები ახლოსაა, აღარ უნდათ სამუშაო ჯგუფი, რომელიც შედეგს ვერ დადებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა მ განაცხადა.
მანჯგალაძის თქმით, იმისთვის, რომ ხელისუფლებისთვის არგუმენტები არ მიეცათ, ამჯერად ნებისმიერ ფორმატში აპირებდნენ მონაწილეობას, მაგრამ „ქართული ოცნება“ გაიქცა ამ ფორმატებიდან“.
„როგორც განვლილმა წელიწადნახევარმა აჩვენა, სამუშაო ჯგუფებში არანაირი რეფორმების პროექტები არ დაწერილა. ეს იყო დროის გასაწელად მოგონილი სისტემა. ამას ვამბობდით ყოველთვის, ახლა „ქოცებმაც“ დაადასტურეს, რომ ეს ასეა, უბრალოდ რადგან არჩევნები ახლოს არის, აღარ უნდა უნდათ სამუშაო ჯგუფი, რომელიც შედეგს ვერ დადებს. ჩვენ ვაპირებდით მუშაობას ნებისმიერ ფორმატში მაგრამ „ქართული ოცნება“ გაიქცა ამ ფორმატებიდან. იმისთვის რომ „ქართული ოცნებისთვის“ არ მიგვეცა დამატებითი არგუმენტაცია, ჩვენ უფრო მოქნილები გავხდით და ვამბობდით, რომ ნებისმიერ ფორმატში მონაწილეობისთვის მზად ვიყავით, მაგრამ სამუშაო ჯგუფი, რომელსაც რეალურად შედეგის დადება არ შეუძლია, „ქართული ოცნებისთვის“ წამგებიანია, რადგან მეორე სიცოცხლე, ხალხის მოტყუების სახით, „ქართულ ოცნებას“ უკვე აღარ აქვს. წელიწად ნახევარი ატყუეს საქართველოს მოქალაქეები და ნახეთ, რომ მხოლოდ სამი რეკომენდაცია შესრულდა 10 სამუშაო ჯგუფიდან. ახლა არ უნდათ ეს ჯგუფები, რადგან არჩევნებთან ახლოს ვერანაირ შედეგს „ქართული ოცნება“ რეფორმების სახით ვერ აჩვენებს, ვერც საარჩევნო, ვერც დეოლიგარქიზაციის, ვერც სასამართლო, ვერც ანტიკორუფციული და მით უმეტეს, ვერც დეპოლარიზაციის მიმართულებით, რადგან საარჩევნოდ დეპოლარიზებას კი არა მაქსიმალურ პოლარიზებას აპირებს, დარწმუნებული ვარ იქნება ანგარიშსწორებები,”- განაცხადა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მაიკლ კარპენტერი – შეუძლებელია, საქართველოს ხელისუფლებამ განაგრძოს ევროატლანტიკური გზა კანონების მიღების ფონზე, რომლებიც ძირს უთხრის დემოკრატიას – ეს ორი რამ თავსებადი არ არის – გვსურს, რომ კანონი გაიწვიონ