პაატა მანჯგალაძე – რეჟიმი ინარჩუნებს ძალაუფლებას, როცა ჩვენ ჩუმად ვართ და ვეგუებით, მაგრამ როცა ხალხი ერთიანდება და მოქმედებს, რეჟიმი იშლება და მიდის

რეჟიმი ინარჩუნებს ძალაუფლებას, როცა ჩვენ ჩუმად ვართ და ვეგუებით, მაგრამ როცა ხალხი ერთიანდება და მოქმედებს, რეჟიმი იშლება და მიდის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქართული საზოგადოება 4 ოქტომბერს უნდა გაერთიანდეს და ყველა უსამართლობას პასუხი არჩევნებზე გასცეს.
„დღეს ისევ უკანონო განაჩენები იქნება, ჩვენი ახალგაზრდები ისევ დაისჯებიან თავისუფლებისთვის. რამდენ ხანს ვიქნებით ასე? ამ ყველაფერზე პასუხი არის 4 ოქტომბერი! ვინც მოვა აქციაზე, ის საქართველოსა და თავისუფლების მხარეს დგას, ვინც სახლში დარჩება – რეჟიმისა და უკანონობის. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკა, ეს ღირსების საკითხია! სახლში დარჩენა არის სირცხვილი, ერთად დგომა და მოქმედება ღირსება. რეჟიმი ინარჩუნებს ძალაუფლებას, როცა ჩვენ ჩუმად ვართ და ვეგუებით, მაგრამ როცა ხალხი ერთიანდება და მოქმედებს, რეჟიმი იშლება და მიდის! 4 ოქტომბერს დავდგეთ ერთად და ვაჩვენოთ ყველას, ვისია საქართველო”- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს