ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პაატა მანჯგალაძე - არჩევანი მარტივია: ან დგახარ სიმართლისა და საქართველოს მხარეს, ან ემსახურები ტყუილს და ძალადობას - შუაში ადგილი აღარ დარჩა

პაატა მანჯგალაძე - არჩევანი მარტივია: ან დგახარ სიმართლისა და საქართველოს მხარეს, ან ემსახურები ტყუილს და ძალადობას - შუაში ადგილი აღარ დარჩა

არჩევანი მარტივია: ან დგახარ სიმართლის და საქართველოს მხარეს, ან ემსახურები ტყუილს და ძალადობას. შუაში ადგილი აღარ დარჩა - ყველანი 4 ოქტომბერს რუსთაველზე, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „რეჟიმი ტყუილზე და ძალადობაზე დგას“.
„ნუთუ ვერ ხედავ, როგორ ექცევიან ახალგაზრდებს ქუჩაში? ვერ ხედავ, როგორ ასამართლებენ სრულიად უდანაშაულო გოგო-ბიჭებს? როგორ აცხადებენ მტერს მოყვარეთ და მოყვარეს მტრად? როგორ აბრალებენ შენს სამშობლოს ომის დაწყებას? როგორ დასცინიან ჩვენს გმირებს? და კიდევ ათასი სხვა უსამართლობა.
თავს ნუ გვაჩვენებ ისე, თითქოს არაფერს ხედავ და არაფერი გესმის. ყველამ ვიცით, რა ხდება. ყველამ ვიცით, რომ ეს რეჟიმი ტყუილზე და ძალადობაზე დგას და მხოლოდ ერთ ბოროტ ადამიანს ემსახურება. ვიცი, შენც არ გჯერა რეჟიმის პროპაგანდის, მაგრამ სარგებლის ან შიშის გამო აკეთებ ამას.
სწორედ ამიტომ ხარ სისტემის ნაწილი. და მერე რაც არ უნდა თქვა „მე რა შუაში ვარ“, „მე უბრალოდ ვმუშაობ“ - ეგ აღარ გამოვა.
არჩევანი მარტივია: ან დგახარ სიმართლის და საქართველოს მხარეს, ან ემსახურები ტყუილს და ძალადობას. შუაში ადგილი აღარ დარჩა.
ამიტომ, ყველანი 4 ოქტომბერს რუსთაველზე“, - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.