პაატა მანჯგალაძე – ლავროვის მაისურზე წარწერა СССР პუტინის ოცნებად დარჩება – ისინი მშვიდობაზე კი არა, ახალ დაპყრობებსა და ომებზე ოცნებობენ, საქართველოში კი რეჟიმი ხალხს კვლავ ზღაპრებს უყვება მშვიდობაზე

ლავროვის მაისურზე წარწერა СССР პუტინის ოცნებად დარჩება, მაგრამ მისი ქვეტექსტი ყველასთვის გასაგებია:­ ისინი მშვიდობაზე კი არა, ახალ დაპყრობებსა და ომებზე ოცნებობენ, ამის ძალა და შანსი რომ ჰქონდეთ,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, გუშინდელი შეხვედრით კიდევ ერთხელ დადასტურდა, ვინ არის რეალური გლობალური ომის ძალა მსოფლიოში.
„საქართველოში კი რეჟიმი ხალხს კვლავ ზღაპრებს უყვება მშვიდობაზე და საკუთარ ქვეყანას აბრალებს ომის დაწყებას. დიდი მიხვედრა არ სჭირდება ვისი ინტერესია საქართველოს აგრესორად და ომის დამწყებად წარმოჩენა, რა თქმა უნდა, მტრის.
უბრალოდ მე იმ ადამიანების სიბნელე და უნამუსობა მაფიქრებს ვინც დღეს იმპერიის აღდგენაზე მეოცნებე და საქართველოს ძირძველი კუთხეების 20%-ის მიმტაცებელ პუტინსა და ლავროვს გულშემატკივრობდა, თან ვითომ ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას იდეების გამგრძელებლებად და ჩემზე პატრიოტებად მოაქვთ თავი.
საქართველო არასოდეს დაბრუნდება იმპერიის რუსულ ჭაობში, ჩვენი მომავალი თავისუფლებისა და ევროპის გზაზეა და ამას ვეღარავინ შეაჩერებს. ერთიანობით გავიმარჯვებთ!“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს