მიხეილ ჯანელიძე: ერთი კაცის სურვილებზე და ახირებებზე ჩამოკიდებულ სამართალს მივყავართ ლავროვის და პუტინის საოცნებო СССР-ში მხოლოდ

სიტყვები უძლურია იმ ემოციის გამოსახატად, რასაც იწვევს ჩემში ეს უსამართლობა, – ასე შეაფასა საქართველოს ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა და ყოფილმა ვიცე-პრემიერმა, მიხეილ ჯანელიძემ დავით ხომერიკის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი.

როგორც ჯანელიძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, „ერთი კაცის სურვილებზე და ახირებებზე ჩამოკიდებულ სამართალს მივყავართ ლავროვისა და პუტინის საოცნებო СССР-ში“

„ბევრი ვწერე და წავშალე, სიტყვები უძლურია იმ ემოციის გამოსახატად, რასაც იწვევს ჩემში ეს უსამართლობა…

ვერც საზოგადოებად შევდგებით, და მითუმეტეს, ვერც სახელმწიფოდ, სანამ არ გვექნება სამართლიანობა ქვეყანაში.

ერთი კაცის სურვილებზე და ახირებებზე ჩამოკიდებულ სამართალს მივყავართ ლავროვის და პუტინის საოცნებო СССР-ში მხოლოდ”, – წერს მიხეილ ჯანელიძე.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ, მიმდინარე აქციების ფარგლებში აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებული დავით ხომერიკი დამნაშავედ ცნო და 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე