ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პაატა მანჯგალაძე - თვითკმაყოფილებასა და ნიჰილიზმს შორის არსებობს სწორი გზა - მეტი გამარჯვების რწმენა, მეტი მოქმედება, მეტი გაბედულება, მეტი ერთიანობა!

პაატა მანჯგალაძე - თვითკმაყოფილებასა და ნიჰილიზმს შორის არსებობს სწორი გზა - მეტი გამარჯვების რწმენა, მეტი მოქმედება, მეტი გაბედულება, მეტი ერთიანობა!

„ქოცების“ ბოლო ნაბიჯები ძალის დემონსტრირება კი არა, ვა-ბანკზე წასული სასოწარკვეთილებაა! - ნუ დაველოდებით სხვას, როცა მოქმედება შეგვიძლია - თავისუფლება არავის მოაქვს, ის ჩვენ უნდა მოვიპოვოთ, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი პარტიის მიერ დაწყებული რეპრესიები, მხოლოდ მათ შიშზე მიუთითებს.
„ქოცების“ ბოლო ნაბიჯები ძალის დემონსტრირება კი არა, ვა-ბანკზე წასული სასოწარკვეთილებაა! „ღალატის კომისია“ – მტრის გამართლებისა და საზოგადოების დაშინების უიმედო მცდელობა! მეტი რეპრესიები – შიშის ნიშანია და არა ძალის!
ოპოზიციაზე, მედიაზე და აქტივისტებზე შეტევა – სიმართლის ჩახშობის ამაო მცდელობაა! პუტინის პროპაგანდის გახმოვანება – ღია აღიარებაა, რომ ისინი ქვეყნის მტრის სამსახურში არიან! რეპრესიები იზრდება, რადგან სასურველ შედეგს ვერ იღებენ – ჩვენი წინააღმდეგობა მათ მანევრის სივრცეს უზღუდავს!
ეს ნიშნავს, რომ პროტესტი ვერ გატეხეს! მხოლოდ სხვების კრიტიკა არაფერს მოგვცემს! ნუ დაველოდებით სხვას, როცა მოქმედება შეგვიძლია - თავისუფლება არავის მოაქვს, ის ჩვენ უნდა მოვიპოვოთ.
თვითკმაყოფილებასა და ნიჰილიზმს შორის არსებობს სწორი გზა – მეტი გამარჯვების რწმენა, მეტი მოქმედება, მეტი გაბედულება, მეტი ერთიანობა!” - განაცხადა პაატა მანჯგალაძე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.