„ქართულ ოცნებას“ – ნუ იმალებით ერეკლეს პორტრეტის უკან, რა საერთო გაქვთ მასთან?! ერეკლე მტერს ებრძოდა, ქვეყანას იცავდა თქვენ კი მტერს ემსახურებით და მარტოს, დაუცველს ტოვებთ საქართველოს!

ნუ იმალებით ერეკლეს პორტრეტის უკან! რა საერთო გაქვთ მასთან?! ერეკლე მტერს ებრძოდა – ქვეყანას იცავდა, თქვენ კი მტერს ემსახურებით და მარტოს, დაუცველს ტოვებთ საქართველოს! – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების” წარმომადგენლებს მიმართავს.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს „გეორგიევსკის ტრაქტატის” „შინაარსი და მისი შედეგები უყვართ და არა ერეკლე II“.
„თქვენ ერეკლე კი არა – „გეორგიევსკის ტრაქტატი” გიყვართ… და განსაკუთრებით ის, რაც ამ ტრაქტატს მოჰყვა: ქართლისა და კახეთის გაუქმება, მეფობის მოსპობა, ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება, პატრიარქის გადაყვანა რუსეთში, ტაძრების გადაღებვა, ქართული ენის განდევნა, ქვეყნის ოკუპაცია და დასჯა ყველა მცდელობისთვის, რომ თავი რუსულ უღელს დაეღწია!
სხვათა შორის, კომუნისტებიც ზარ-ზეიმით ზეიმობდნენ, ამ ტრაქტატის წლისთავებს. რატომ? – იმიტომ, რომ მათთვისაც ის იყო დამორჩილების, მონობის და საქართველოს რუსეთთან მარტოდ დატოვების სიმბოლო”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მერაბ მალანია – რაც ხდება, უსამართლობაა – ბევრი ტალახი მესროლეს, მაგრამ თმენის ვალდებულება მაქვს – ამბობენ, რომ დაგეგმვაში ვმონაწილეობდი, ვინაიდან ბავშვი მასწავლებელთან მივიყვანე და წამოვიყვანე, ეს არის ჩემი დანაშაული

გიორგი სიორიძე – 2026 წლის ივნისში პური 6,6%-ით, ზეთი 5,5%-ით, ხორცი 9,8%-ით, ხილი 8,7%-ით, ხოლო თევზეული 20,4%-ითაა გაძვირებული – თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფასების კომისიის და სუს-ის გამოძიების შედეგი არის სრული კრახი!