პაატა მანჯგალაძე – ვიდრე სირაქლემას პოზაში ვიქნებით, რუსეთი ასე გააგრძელებს – ადამიანის უფლებები რუსეთისთვის არაფერს ნიშნავს, ამიტომ მნიშვნელოვანია დამნაშავე არ დარჩეს დაუსჯელი

ვიდრე სირაქლემას პოზაში ვიქნებით, ასე გააგრძელებს – ადამიანის უფლებები რუსეთისთვის არაფერს ნიშნავს, ამიტომ მნიშვნელოვანია დამნაშავე არ დარჩეს დაუსჯელი, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა მ გალში, სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. მილიციელის მიერ ცემის შედეგად საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია მსგავს ფაქტებს მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები და რუსეთმა პოლიტიკური ფასი გადაიხადოს.
„ძალიან მძიმე ფაქტია და სამწუხარო ტრაგედიაა, რომ ჩვენი მოქალაქეები დაუცველები არიან საოკუპაციო ხაზთან, საოკუპაციო ზონაში, რატომ? – არასდროს მოუწია პოლიტიკური და სამართლებრივი ფასის გადახდა, ყოველთვის დაუსჯელი დარჩა მტერი ნაცვლად იმისა, საქართველოს პარლამენტში ყოფილიყო რეზოლუცია მიღებული, როცა გინტური მოგვიკლეს ტაძარში ლოცვის გამო (ევროპარლამენტში განიხილეს და მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, მაგრამ საქართველოს პარლამენტმა დაბლოკა, სამწუხაროდ). ვიდრე ასე სირაქლემას პოზაში ვიქნებით, რუსეთი გააგრძელებს ამას. ადამიანის უფლებები რუსეთისთვის არაფერს ნიშნავს, მათ მხოლოდ ერთი არგუმენტის ესმით და ეს არის ის, რომ დამნაშავე არ დარჩეს დაუსჯელი,“ – განაცხადა მანჯგალაძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ გალის რაიონში საქართველოს მოქალაქეს, თემურ კარბაიას, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს. თემურ კარბაია საავადმყოფოში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა.