– დავრწმუნდი, რომ სხვის შეცდომებზე ხალხი ვერ სწავლობს – „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ კი საუკეთესო შედეგს ვაჩვენებთ 2024 წელსაც

ერთი რამ შემიძლია ვთქვა, დავრწმუნდი, რომ სხვის შეცდომებზე ხალხი ვერ სწავლობს – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც ნიკა მელიას მიერ დაანონსებული ახალი პარტიის შექმნას გამოეხმაურა.
„ჩვენ უფრო სხვა პროცესიც გვინახავს. ლიდერების მთელი თაობა წავიდა 2016 წელს „ევროპული საქართველოს“ სახით „ნაციონალური მოძრაობიდან“ და ჩვენ ვნახეთ, რომ 2018 წელს პარტიამ არნახული შედეგი აჩვენა. ჩვენ მაშინაც ერთად მოვახერხეთ ეს, „ნაციონალურმა მოძრაობამ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და ვარწმუნებ ყველას, რომ ერთ-ერთ საუკეთესო შედეგს ვაჩვენებთ 2024 წელსაც. ამის უკან დგას კონკრეტული სამუშაოები, რომელსაც ვაკეთებთ. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, დავრწმუნდი, რომ სხვის შეცდომებზე ხალხი ვერ სწავლობს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
რაც შეეხება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე მოლოდინებს, პაატა მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ შეიძლება სტატუსი ქვეყანას ვიქტორ ორბანის გამო არ მისცენ და დროებით გადავადდეს.
„მოლოდინებს რაც შეეხება, მე მაქვს ჩვენი პარტნიორების იმედი, ახლა მთავარია პუტინის და „ქართული ოცნების“ მეგობარმა ორბანმა არ დაბლოკოს ეს პროცესი. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არასწორად აკეთებენ აქცენტს, თითქოს, უკრაინის გამო საქართველოს შეიძლება არ მისცენ [კანდიდატის სტატუსი] – ეს არასწორია. შეიძლება ორბანის გამო არ მოგვცენ [კანდიდატის სტატუსი], დროებით გადავადდეს. სინამდვილეში უკრაინის გამო მოგვეცა შანსი, ასე უნდა დავინახოთ ეს პროცესი“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად