ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პაატა ბურჭულაძის ოჯახი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს

პაატა ბურჭულაძის ოჯახი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს

პატიმრობაში მყოფი მოძრაობა “რუსთაველის გამზირის” ერთ-ერთი ლიდერის, პაატა ბურჭულაძის ოჯახი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
“ყველას დიდ მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის!
დროებით პაატა ბურჭულაძის გვერდს ვმართავთ ჩვენ, მისი ოჯახი.
სამშობლოს სამსახურში! 314 დღე!” – ნათქვამია მიმართვაში.
ცნობისთვის, პაატა ბურჭულაძე 5 ოქტომბერს, გამთენიისას დააკავეს.
პაატა ბურჭულაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად); 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) და 317-ე მუხლით (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.