ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მიხეილ სააკაშვილი: პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძის დაპატიმრება, მათი გმირობა შევა ისტორიაში

მიხეილ სააკაშვილი: პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძის დაპატიმრება, მათი გმირობა შევა ისტორიაში

პაატა ბურჭულაძეს ჰყავს უამრავი გულშემატკივარი და მეგობარი დასავლეთში. აქვს ძალზედ კომფორტული სახლი გერმანიაში, ერთ-ერთი ქალაქის ცენტრში, რომელშიც მე არაერთხელ ვყოფილვარ და რომელსაც უვლის მისი ოდესელი მეუღლე.ამერიკაში მისმა უახლოესმა მეგობარმა, მსხვილმა ბიზნესმენმა, ჩემმა ნაცნობმა და გულშემატკივარმა შესთავაზა მას ბიზნესის ნაწილი და უზრუნველი ცხოვრება, მაგრამ პაატამ გამოიჩინა საოცარი პატრიოტიზმი და საარაკო გამბედაობა. – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ საკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მედგრად შეებრძოლა უსამართლობას და დადგა ქართველების გვერდით. პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძის დაპატიმრება, მათი გმირობა შევა ისტორიაში. დასავლეთის პრესა აქტიურად ავრცელებს ინფორმაციას რომ საქართველოში ადგილობრივ არჩევნებში გაიმარჯვა ოცნებამ, მაგრამ ხალხი ქუჩაში აპროტესტებს არჩევნების შედეგებს. აი რატომ იყო შეცდომა ამ არჩევნებში მონაწილეობა და სწორი იყო არჩევნების ბოიკოტი და საერთო სახალხო კრების გამართვა 4-ში. – წერს მიხეილ სააკაშვილი.
ცნობისთვის, შსს-მ პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე დააკავა

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.