ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პაატა ბურჭულაძის განცხადებაზე, ფილმი „მიმინო“ გამახსენდა – თენგიზ შარმანაშვილი

პაატა ბურჭულაძის განცხადებაზე, ფილმი „მიმინო“ გამახსენდა – თენგიზ შარმანაშვილი
თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი, მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერის, პაატა ბურჭულაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც ის და მურთაზ ზოდელავა „რობოკოპებთან“ შეტაკების თავიდან ასაცილებლად მივიდნენ და უარყოფს ხალხის ძალადობისკენ მოწოდებას.
თენგიზ შარმანაშვილს ბურჭულაძის განცხადებამ ფილმი „მიმინო“ და მისი პერსონაჟი, ფრუნზიკ მიკირტიჩიანი გაახსენა.
„ გენიალური რეჟისორის გიორგი დანელიას ფილმი „მიმინო“ გამახსენდა, ფრუნზიკ მიკირტიჩიანის გმირი სასამართლოზე ჩვენებას აძლევს ბუბა კიკაბიძის გმირის სასარგებლოდ, თითქოს ტუალეტის კარს არ ამტვრევდა. ქართულად დავწერ ფრუნზიკას ფრაზას-კარს არ ამტვრევდა, დააკაკუნა და უთხრა, მეც მინდაო“,- წერს თენგიზ შარმანაშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.