ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პაატა ალავერდაშვილი სავარაუდოდ დაკავებულია, დავით ჩხეიძე კი გავრცელებული ცნობით, პოლიციამ ნარკოლოგიურში გადაიყვანა

პაატა ალავერდაშვილი სავარაუდოდ დაკავებულია, დავით ჩხეიძე კი გავრცელებული ცნობით, პოლიციამ ნარკოლოგიურში გადაიყვანა

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, დაკავებულია პაატა ალავერდაშვილი. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, დავით ჩხეიძე კი პოლიციამ ნარკოლოგიურში გადაიყვანა.

როგორც დავით ჩხეიძე Facebook live-ში აცხადებს, ის პოლიციელებმა საპროტესტო აქციიდან წამოსვლის შემდეგ გააჩერეს და როგორც ალკო ასევე ნარკოტესტზე გადაამოწმეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ არასოდეს არანაირი ნარკოტიკი არ მიუღია.

Facebook live-ში ჩანს, რომ ჩხეიძე ადგილზე ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.

Tvpirveli.ge დამატებით დეტალებს ამ წუთებში არკვევს.  ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.