ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნათია ამირანაშვილი: ...ანატოლი გიგაურის საქმის მთავარი ცრუმოწმე

ნათია ამირანაშვილი: ...ანატოლი გიგაურის საქმის მთავარი ცრუმოწმე
"ეს პატრულის თანამშრომელი, რომელმაც მოახსენა მას [დავით ჩხეიძეს], რომ დადებითი დაუდგინდა თურმე მოხმარებაზე და ნარკოლოგიურში გადაიყვანა, არის ვახტანგ გაბუნია - ანატოლი გიგაურის საქმის მთავარი ცრუმოწმე. გიგაური ციხეში სწორედ მასზე თავდასხმის მუხლით ჩასვეს (შემდგომში გადაუკვალიფიცირეს წინააღმდეგობაზე).
გიგაური ამბობდა იმასაც, რომ გაბუნია მას პოლიციის განყოფილებაშიც გაუსწორდა ფიზიკურად," - წერს სოციალურ ქსელში პუბლიკას ჟურნალისტი ნათია ამირანაშვილი
🔴 გუშინ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნების დროს პოლიციამ აქტივისტი დავით ჩხეიძე გააჩერა და ნარკოტესტზე შეამოწმა. პოლიციელების მტკიცებით, ჩხეიძეს ნარკოტიკის მოხმარება დაუდგინდა, რის გამოც ის განყოფილებაში გადაიყვანეს. ჩხეიძის ინფორმაციით, განყოფილებაში ნარკოტიკების მოხმარება ვერ დაუდგინეს, თუმცა მასალა გაგზავნეს, რაზეც პასუხი ორ დღეში იქნება. იმ შემთხვევაში თუ 2 დღეში დაბრუნებული პასუხი დადებითი აღმოჩნდება, საქმე სისხლის სამართლის მუხლით გადაკვალიფიცირდება. ჩხეიძე ამბობს, რომ მას ნარკოტიკი არასდროს მოუხმარია. მასთან ერთად იმყოფებოდა აქტივისტი პაატა ალავერდაშვილი, რომელსაც პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებიან, ის საგარეჯოს დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.