კვლევის არასერიოზულობა იმაში გამოიხატება, რომ 1 200000 ამომრჩევლიდან, 20 კაცი შეურჩევიათ და ისე გამოუკითხავთ, მილიონი ადამიანის ფსიქოლოგიური სურათი მიუღიათ

კვლევის არასერიოზულობა იმაში გამოიხატება, რომ 1 200000 ამომრჩევლიდან, 20 კაცი შეურჩევიათ და ისე გამოუკითხავთ, მილიონი ადამიანის ფსიქოლოგიური სურათი მიუღიათ
“ხალხის ძალის” წევრი ქცევის ანალიზის, სტრატეგიისა და კომუნიკაციების გუნდის (BISC Partners) მიერ ჩატარებულ კვლევას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ კვლევის არასერიოზულობა იმაში გამოიხატება, რომ 1 200000 ამომრჩევლიდან, 20 კაცი შეურჩევიათ და ისე გამოუკითხავთ, რომ მილიონი ადამიანის ფსიქოლოგიური სურათი მიუღიათ.
მისივე თქმით, “ენჯეოშნიკებში” იმდენად უსუსურ მდგომარეობაში არიან ჩავარდნილები, ცდილობენ გადაფარონ საკუთარი უიმედობა და უპერსპექტივობა.
“ვერაფერს უხერხებენ პოლიტიკურ “სტატუს-კვოს” და ახალი სიგიჟე გამოაცხვეს.
რომელიღაც ” ვოუქერ”, “სმარტ აბრევიატურის” მქონე ორგანიზაციას, კვლევა გააკეთებინეს და ხელისუფლების ამომრჩეველთა ფსიქო-სოციალური მდგომარეობა შეაფასეს.
კვლევის არასერიოზულობა იმაში გამოიხატება, რომ 1 200000 ამომრჩევლიდან, 20 კაცი შეურჩევიათ და ისე გამოუკითხავთ, მილიონი ადამიანის ფსიქოლოგიური სურათი მიუღია
საკუთარ თავს უფრო აჯერებენ, ეს საცოდავები ალბათ, ან დონორებზე ნადირობენ – აი ასეთი პროფესიონალი გუნდი გვყავს, 20 კაცით, 1 200000 კაცის შეფასება შეგვიძლიაო…
თუმცა, უფრო სხვა პრობლემაა ამ “ენჯეოშნიკებში” – იმდენად უსუსურ მდგომარეობაში არიან ჩავარდნილები, რით გადაფარონ საკუთარი უიმედობა და უპერსპექტივობა, იმას ცდილობენ.
იმის მაგივრად, რომ საკუთარი რეალობა და რადიკალური ოპოზიციის უუნარობა შეაფასონ, “ჟონგლიორობით” ცდილობენ, ხელისუფლების ამომრჩევლის მოგონილი ფსიქო-სოციალური მდგომარეობით ახსნან, მათთვის მიუღებელი “სტატუს-კვო”.
არა და – ოპოზიციის ამომრჩეველი, რომ გამოეკვლიათ ჯერ და გაერკვიათ – რა აიძულებს ადამიანს, გვარამია და ზურაბიშვილი, მელია და ხაბეიშვილი, გუბაზი და სააკაშვილი ერთად აერჩიათ უფრო არ გაარკვევდნენ, რა განაპირობებს კოლექტიური ოპოზიციის ჭაობში ყოფნასა და მათ უნიათობას?” – წერს .

ასევე დაგაინტერესებთ

ვულოცავ ჩვენს უწმინდესსა და უნეტარეს შიო lll-ს აღსაყდრებას! ეს არ არის მხოლოდ ეკლესიური მოვლენა, ეს არის საქართველოს სახელმწიფოებრივი სიმტკიცის, ტრადიციული ფასეულობებისა და ეროვნული იდენტობის დაცვის გაგრძელება

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც “საქართველოს მთავრობის არალიბერალურ და ავტორიტარულ გადახრას” გმობს – 577 კაციანი ასამბლეის სხდომას 96 დეპუტატი ესწრებოდა, რეზოლუციამ 68 ხმა მიიღო

საქართველოს მთავრობის ბრალია, რომ დღეს არის მშვიდობა ამ ქვეყანაში, რომ ეკონომიკური წინსვლა გვაქვს, ვართ ეროვნულები, ვართ ჩვენი ხალხის და ქვეყნის მოყვარულები და ეს არის მთავარი მიღწევა, რომ ვინც უნდა ქართველ ხალხს, ის ჰყავს ხელისუფლებაში