ოხანაშვილი: „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კრიმინალებთან კომპრომისზე არასდროს მიდის

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება კრიმინალებთან კომპრომისზე არასდროს მიდის, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი და კანონის უზენაესობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება კრიმინალებთან კომპრომისზე არასდროს მიდის. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი და კანონის უზენაესობა. ჩვენც ამ პრინციპების დაცვით ვმოქმედებთ – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
ოხანაშვილს ზურაბ ადეიშვილის გერმანიასა და ბრიუსელში ვიზიტებთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.
„შესაბამის ქვეყნებთან შესაბამისი სამართლებრივი კომუნიკაცია გვქონდა, როგორც კი ჩვენთვის და შესაბამისი უწყებებისთვის ამ პირთა შესახებ გახდა ცნობილი, რომ კონკრეტულ ქვეყანაში იმყოფებოდნენ. ამიტომ, ჩვენი მიზანია, პარტნიორებს მოვუწოდოთ, ვთხოვოთ, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს, კანონის უზენაესობის პრინციპების დაცვა ერთად უზრუნველვყოთ კრიმინალების წინააღმდეგ, იმ კრიმინალების, როგორიცაა ადეიშვილი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დათა გვასალია ლევან სანიკიძეს: ცოტა უხერხულია ცოტნე ივანიშვილსა და მის მამაზე საუბარი მაშინ, როცა საკუთარ სახლში პრინციპების გადაფასების ასეთი მასშტაბური კონვეიერი გაქვთ გამართული

ანამარია ქუთათელაძე: საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია სულ უფრო მეტად ემთხვევა საერთაშორისო მიდგომებს, რომლებიც ახალგაზრდების კეთილდღეობას განიხილავენ, როგორც მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს