ანრი ოხანაშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კრიმინალებთან კომპრომისზე არასდროს მიდის - ჩვენთვის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი და კანონის უზენაესობა უმნიშვნელოვანესია
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება კრიმინალებთან კომპრომისზე არასდროს მიდის, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მათი მიზანია, პარტნიორებს სთხოვონ, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს და კანონის უზენაესობის პრინციპების დაცვა ერთად უზრუნველყონ კრიმინალების წინააღმდეგ, როგორიცაა ადეიშვილი.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება კრიმინალებთან კომპრომისზე არასდროს მიდის. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი და კანონის უზენაესობა და ჩვენც სწორედ ამ პრინციპების დაცვით ვმოქმედებთ. შესაბამის ქვეყნებთან შესაბამისი სამართლებრივი კომუნიკაცია გვქონდა, როგორც კი, ჩვენთვის და შესაბამისი უწყებებისთვის ამ პირთა შესახებ გახდა ცნობილი, რომ ისინი კონკრეტულ ქვეყანაში იმყოფებოდნენ. ამიტომ ჩვენი მიზანია, პარტნიორებს მოვუწოდოთ და ვთხოვოთ, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს და კანონის უზენაესობის პრინციპების დაცვა ერთად უზრუნველვყოთ კრიმინალების წინააღმდეგ, იმ კრიმინალების, როგორიცაა ადეიშვილი”, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.