“ოცნების“ პროპაგანდისტი მდინარაძის ინიციატივაზე: ასემც კოხტად გაგამგზავრებთ ციხეში  ბევრს

“ოცნების“ პროპაგანდისტი, ნინო ჯღარკავა მამუკა მდინარაძის ინიციატივას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ამის შემდეგ საჩივრების წერის გარეშე შეძლებთ ხალხი ციხეში გაუშვას.

ჯღარკავა “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას “შესანიშნავს” უწოდებს, რადგან მისი თქმით, თავად სამმართველო გააკეთებს იმას, რისი გაკეთებაც მოქალაქეებს უწევდათ, [საუბარია საჩივრების დაწერაზე.]

ასემც კოხტად, აწი საჩივრების წერაც არ მომიწევს ისე გაგამგზავრებთ ციხეში  ბევრს. -ში შეიქმნება სამმართველო, რომლის ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება. იგულისხმება ნებისმიერი ტიპის საჯარო კომუნიკაცია, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას, შუღლის გაღვივებას, ღირსების შელახვას და სხვა.
პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სამმართველო იმოქმედებს პროაქტიურ რეჟიმში და რეაგირება არ იქნება დამოკიდებული მხოლოდ მოქალაქის საჩივარზე. უწყება თავად განახორციელებს მონიტორინგს, შესაბამის სამართლებრივ შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში თავად გადააგზავნის მასალებს სასამართლოში- ,- წერს ჯღარკავა.

  • შინაგან საქმეთა სამინისტროში იქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქცია საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრების სისტემური მონიტორინგი იქნება – განცხადება სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, მამუკა მდინარაძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
  • მისი განცხადებით, იგულისხმება ნებისმიერი ტიპის საჯარო კომუნიკაცია, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას, შუღლის გაღვივებას, ღირსების შელახვას და “სხვა მსგავს ქმედებებს”.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს