„ოცნების“ პოლიტსაბჭოდან კუჭავა და ტიკარაძე ამოირიცხებიან

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შემადგენლობა 15+1 წევრამდე მცირდება.
როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი მ განაცხადა, 30 დეკემბერს გაიმართება პარტიის ყრილობა 350-მდე დელეგატის მონაწილეობით. ყრილობაზე განხილული იქნება საერთო პოლიტიკური და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე, განახლდება პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა.
„პარტიის წესდებაში განხორციელდება მცირე ცვლილება და პარტიის ყრილობის მიერ პოლიტიკურ საბჭოში აირჩევა 15 წევრი, ნაცვლად მანამდე განსაზღვრული ოცი წევრისა“, — განაცხადა მ.
მისი თქმით, პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ყრილობას დასამტკიცებლად წარედგინება პოლიტიკური საბჭოს შემდეგი შემადგენლობა:
·
·
·
·
· დიმიტრი სამხარაძე
·
· ვახტანგ გომელაური
· თორნიკე რიჟვაძე
· გიორგი ვოლსკი
· არჩილ თალაკვაძე
· ირაკლი ჩიქოვანი
· ანრი ოხანაშვილი
· ნიკოლოზ სამხარაძე
· მაკა ბოჭორიშვილი
· მარიამ ქვრივიშვილი.
პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში შედის ასევე პარტიის თავმჯდომარე. ამ პოსტს ამ დროისთვის ირაკლი კობახიძე იკავებს.
ყრილობაზე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოდან ამოირიცხებიან: კახა კუჭავა და ეკატერინე ტიკარაძე. ირაკლი კობახიძის თქმით, ისინი ფაქტობრივად აღარ იყვნენ ჩართული პარტიის საქმიანობაში და გადაწყვეტილება მათთან შეთანხმებულია. მიუხედავად ამისა, კობახიძის თქმით, კუჭავა და ტიკარაძე პარტიაში რჩებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია, ამიტომაც ეკლესიასთან ერთად ხელისუფლების ვალია დაიცვას იგი, როგორც შემნახველი ქართული იდენტობის, სულიერი და მატერიალური კულტურის