ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კობახიძე: კახა კუჭავა და ეკა ტიკარაძე აღარ იქნებიან პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, პარტიის ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში კახა კუჭავა და ეკა ტიკარაძე აღარ იქნებიან, თუმცა საბჭოს შემადგენლობა არსებითად არ შეცვლილა.
"ბოლო პერიოდის განმავლობაში კახა კუჭავა და ეკა ტიკარაძე არ იყვნენ ფაქტობრივად ჩართული პარტიულ საქმიანობაში, ჩვენ გვქონდა მათთან, რა თქმა უნდა, საუბარი, ისინი აღარ არიან წარმოდგენილნი პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში, შესაბამისად. დანარჩენი შემადგენლობა არის უცვლელი.
თავის დროზე დამტკიცდა პოლიტსაბჭო 21 წევრის შემადგენლობით, ახლა ვამცირებთ პოლიტსაბჭოს შემადგენლობას, 15+1 ასეთი იქნება შემადგენლობა. რეალურად [კახა კუჭავა და ეკა ტიკარაძე] აღარ იყვნენ ჩართულნი ბოლო პერიოდში პარტიულ საქმიანობაში, აქედან გამომდინარე, ერთად მივიღეთ ლოგიკური გადაწყვეტილება". - თქვა კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.