,,ოცნების” პარლამენტის მიერ შექმნილი “საგამოძიებო კომისია”, “გამოუცხადებლობის გამო”, მამუკა ხაზარაძის საქმეს პროკურატურაში გაგზავნის

“წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია” კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის საქმეს პროკურატურაში გააგზავნის. არგუმენტად ე.წ. კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა დასახელდა:
,,მე მინდა სამდივნოს ვთხოვო, რომ მამუკა ხაზარაძის ნაწილში სასწრაფოდ თავი მოუყაროს ყველა იმ დოკუმენტს, რომელიც დღემდე არის შეკრებილი მის შეტყობინებასთან დაკავშირებით და მოამზადოს წერილი კომისიისთვის, რომ დღესვე ეს საქმე გადაიგზავნოს პროკურატურაში”, – თქვა ე.წ. კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა მას შემდეგ, რაც არალეგიტიმური საგამოძიებო კომისიის წევრებმა ხაზარაძის საქმის პროკურატურაში გაგზავნის საკითხს მხარი დაუჭირეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს