არქივი3 აპრილი, 2025, 15:39
ოცნების მთავრობამ უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა 1 წლამდე შეუმცირა

ქართული ოცნების მთავრობამ უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა 1 წლამდე შეუმცირა. შესაბამისი დადგენილება 2 აპრილით თარიღდება.
"უკრაინის მოქალაქეებს აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის ვადით ყოფნის უფლება. უკრაინის იმ მოქალაქეებს, რომლებიც 2025 წლის 24 თებერვლამდე შემოვიდნენ და იმყოფებოდნენ საქართველოში, ყოფნის უფლება გაუგრძელდეთ 2026 წლის 24 თებერვლამდე."- ნათქვამია ოცნების მთავრობის დადგენილებაში.
2024 წლის 23 აპრილის დადგენილების თანახმად, უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 3 წლის ვადით ყოფნის უფლება ჰქონდათ.
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.