ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ ყოფნა 3 წლის ნაცვლად 1 წლით შეეძლებათ

უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ ყოფნა 3 წლის ნაცვლად 1 წლით შეეძლებათ

უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ ყოფნა 3 წლის ნაცვლად 1 წლით შეეძლებათ. შესაბამისი დადგენილება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გამოსცა.
„უკრაინის მოქალაქეებს აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის ვადით ყოფნის უფლება. უკრაინის იმ მოქალაქეებს, რომლებიც 2025 წლის 24 თებერვლამდე შემოვიდნენ და იმყოფებოდნენ საქართველოში, ყოფნის უფლება გაუგრძელდეთ 2026 წლის 24 თებერვლამდე,“ - აღნიშნულია დადგენილებაში.
ცნობისთვის, 2024 წლის 23 აპრილის პრემიერ-მინისტრის დადგენილების მიხედვით, უკრაინის მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზოდ შემოსვლის და ყოფნის ვადები 3 წლამდე გაიზარდა. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებამდე, უკრაინელებს საქართველოში უვიზოდ ყოფნა ერთი წლის ვადით შეეძლოთ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.