არქივი4 აპრილი, 2024, 11:10
“ოცნება” ძირს უთხრის მიღწეულ შედეგს – ფოტიგა
“საქართველოს ხელისუფლება ძირს უთხრის მიღწეულ შედეგს”, – ასე აფასებს ანა ფოტიგა “ოცნების” მიერ რუსული კანონის ხელახლა დაინიცირებას.
ძალიან სამწუხაროა, რომ მმართველი პარტია ცდილობს ხალხის დაყოფას წინასაარჩევნოდ, ახდენს ზეწოლას და ძირს უთხრის უკვე მიღწეულ და დაფასებულ შედეგს – კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, – წერს ის.
სამ აპრილს ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილის ნგუნდი, რუსული კანონის მიღებას აპირებს.
“ქართულ ოცნებაში” ითქვა ისიც, რომ რუსული კანონის დაბრუნებას მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.