ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტზე - ძირს უთხრის საქართველოს ერთგულებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი და ევროპული გზიდან საქართველოს ჩამოცილების რისკს ქმნის

ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივით, რომელიც შარშანდელ „უცხოური აგენტების“ კანონპროექტს ეფუძნება, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მეთიუ მილერის განცხადებაშია აღნიშნული.
სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ კანონპროექტი ძირს უთხრის საქართველოს ერთგულებას ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი და ევროპული გზიდან საქართველოს ჩამოცილების რისკს ქმნის.
„კანონპროექტი საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომელთა საქმიანობას სარგებელი მოაქვს საქართველოს მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაში ისეთ სფეროებში, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება და სოციალური მხარდაჭერა. ის ძირს უთხრის საქართველოს ერთგულებას ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი და ევროპული გზიდან საქართველოს ჩამოცილების რისკს ქმნის. ჩვენ ეს შეშფოთება ნათლად განვუცხადეთ საქართველოს მთავრობას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.