ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ოცნებამ” მხარი დაუჭირა რეზოლუციას, სადაც უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია გენოციდად შეფასდა

საქართველოს დელეგაციამ მხარი დაუჭრია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამებლის რეზოლუციას, რომელიც ომის დროს უკრაინელი ბავშვების დეპორატაციას უკრაინელი ხალხის გენოციდად აფასებს.
კენჭისყრის შედეგების თანახმად, რეზოლუციას, რომლის კენჭისყრაც ცოტა ხნის წინ შედგა, ხმა მისცეს ლევან ბეჟაშვილმა, გივი მიქანაძემ, ხატია წილოსანმა – “ქართული ოცნებიდან” და ქეთევან ტურაზაშვილმა – ალეკო ელისაშვილის პარტიიდან.
რეზოლუციით ევროსაბჭო მოუწოდებს მის წევრ ქვეყნებს, შეაფასონ უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია, როგორც უკრაინელი ხალხის გენოციდი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.