არქივი10 აპრილი, 2025, 16:39
ოქროს ფასმა, საბაზრო გაურკვევლობის ფონზე, უნციაზე 3100 დოლარს გადააჭარბა

ოქროს ფასი ხუთშაბათს აგრძელებს აქტიურ ზრდას, რადგან მაღალი რჩება მოთხოვნა უსაფრთხო თავშესაფრის აქტივებზე გაზრდილი გლობალური გაურკვევლობისა და აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომის ესკალაციის შიშის გამო.
Comex-ის ბირჟაზე ივნისის ოქროს ფიუჩერსები 1,4%-ით გაიზარდა და 3123,2 აშშ დოლარს შეადგენს. წლის დასაწყისიდან კონტრაქტი დაახლოებით 16,1%-ით გაძვირდა.
ოთხშაბათს საღამოს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა სარკისებური ტარიფების 90 დღით შეჩერება იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც არ უპასუხეს მის მიერ ადრე გამოცხადებულ სატარიფო ზომებს. ამასთან, ჩინურ იმპორტზე ტარიფები 125%-მდე გაიზარდა.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.