არქივი16 აპრილი, 2025, 16:40
ოქროს ფასმა პირველად, უნციაზე 3300 დოლარს გადააჭარბა

ოქროს ფასის ზრდა ოთხშაბათს გაგრძელდა, რადგან ინვესტორები, გლობალურ ეკონომიკაში გაურკვევლობის პირობებში, აქტიურად ყიდულობენ ძვირფას ლითონს.
Comex-ის ბირჟაზე ივნისის ოქროს ფიუჩერსები 2,5%-ით მოიმატა და 3321,1 დოლარი შეადგინა უნციაზე. ძვირფასმა ლითონმა ისტორიაში პირველად 3300 დოლარის ნიშნულს გადააჭარბა, ხოლო წლის დასაწყისიდან ფასი 23%-ზე მეტით გაიზარდა.
სპოტ ბაზარზე ოქრო ასევე ივაჭრება ყველა დროის მაქსიმუმზე 3304 აშშ დოლარი უნციაზე.
ვრცლად interfax – ზე
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.