პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ოქროს დაბადების დღეს გილოცავ ოქროს ბიჭო“ - ზაზა სარალიძე დათუნა სარალიძეს დაბადების დღეს ულოცავს

„ოქროს დაბადების დღეს გილოცავ ოქროს ბიჭო“ - ზაზა სარალიძე დათუნა სარალიძეს დაბადების დღეს ულოცავს
„ოქროს დაბადების დღეს გილოცავ ოქროს ბიჭო“ - ზაზა სარალიძე დათუნა სარალიძეს დაბადების დღეს ულოცავს 💔🕊️
2017 წელს ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანი, დავით სარალიძე დღეს 25 წლის გახდებოდა. ამ ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით, ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
„ოქროს დაბადების დღეს გილოცავ ოქროს ბიჭო ❤️❤️❤️ 16+9 💔💔💔“, - წერს ზაზა სარალიძე.
2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე, ერთ-ერთ ეზოში მოზარდებს შორის დაწყებული შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც მოზარდების ნაწილმა ცივი იარაღი გამოიყენა. დაპირისპირების დროს დაჭრეს თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები - დათუნა სარალიძე და ლევან დადუნაშვილი. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო დათუნა სარალიძე 2 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ივლისი 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.