„ბარსელონას“ გარემარბმა ლამინ იამალმა „ოქროს ბურთის“ შესახებ ისაუბრა.
„ახლა ამ ჯილდოს ცოტას სხვანაირად აფასებენ. როდესაც მესი და რონალდო იყვნენ, ყველამ იცოდა, რომ ამ პრიზს მსოფლიოს ორი საუკეთესო ფეხბურთელიდან ერთ-ერთი მიიღებდა. პრობლემა ისაა, რომ ხალხი ისეთ კომპონენტებს ითვალისწინებს, რასაც „ოქროს ბურთთან“ კავშირი არ უნდა ჰქონდეს.
მაგალითად, ამბობენ, რომ ჯილდო პსჟ-ს მოთამაშეს ეკუთვნის, ვინაიდან ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა. სხვა საქმეა არის თუ არა ამ გუნდში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. პრიზი არ უნდა გადაეცეს 80 გოლის გამტანს, რამეთუ მან სეზონის საუკეთესო ბომბარდირის პრიზი მიიღო. ეს სრულიად განსხვავებული რამაა, მაგრამ ხალხს ეს არ ესმის. მსოფლიოში საუკეთესო ისაა, ვისაც უყურებ და სიამოვნებას იღებ. ხედავ და გესმის, რამდენად განსხვავდება ის დანარჩენებისგან.
ჯილდოს მფლობელი ისევ სწორედ ასე გამოვლინდება, მსოფლიოში საუკეთესოდ მართლაც საუკეთესოს აღიარებენ და არა იმას, ვინც მეტი გაიტანა ან მეტი ტიტული მოიგო. მაშინ „ოქროს ბურთი“ კვლავ მოიპოვებს თავის ჭეშმარიტ ფასეულობას.
„ყველაზე მეტად „ბაიერნთან“ და პსჟ-სთან დაპირისპირება გვიჭირს, რადგან ისინი აქცენტს ფიზიკურ სიმძლავრეზე აკეთებენ, ბევრ სირბილს გაიძულებენ და მთელი მატჩის მანძილზე მაქსიმალურად კონცენტრირებული უნდა იყო. „არსენალთან“ ასპარეზობა უფრო ტაქტიკური ხასიათისაა და ბურთის კონტროლზეა აგებული.
ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი პსჟ-ა, თუმცა მათი პრობლემა ისაა, რომ გამარჯვების შემდეგ ისევ გამარჯვება ძალიან რთულია. ფეხბურთში ეს ყველაზე რთულია“, – განუცხადა იამალმა „მუნდო დეპორტივოს“.