ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოფიციალური შედეგებით, რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკუსორ დენმა გაიმარჯვა

ოფიციალური შედეგებით, რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკუსორ დენმა გაიმარჯვა

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ბუქარესტის ცენტრისტმა მერმა, ნიკუსორ დენმა გაიმარჯვა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, თითქმისყველა საარჩევნო უბნიდან მიღებული ოფიციალური შედეგებით, დენმა ამომრჩევლების ხმების დაახლოებით 54% მიიღო, ხოლო მისმა მეტოქემ, ულტრამემარჯვენე ჯორჯ სიმიონმა - 46%.
მსოფლიო ლიდერებმა ნიკუსორ დენს არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუმინელებმა აირჩიეს დაპირება ძლიერ ევროპაში ღია, აყვავებული რუმინეთის შესახებ.
ცნობისთვის, რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გუშინ გაიმართა. არჩევნებში მონაწილეობა 11.6 მილიონზე მეტმა რუმინელმა მიიღო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.