არქივი21 მარტი, 2024, 10:54
ოფიციალური შედეგებით, პუტინმა ხმების 87.28%-ით გაიმარჯვა
რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც ვლადიმერ პუტინმა ხმების 87.28%-ი მოიპოვა.
ცესკო-ს თავმჯდომარის, ელა პამფილოვას განმარტებით, ვლადიმერ პუტინს ხმა 76 277 708 ამომრჩეველმა, კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა 87.28%-მა, მისცა, ნიკოლაი ხარიტონოვს - 3 768 470-მა, ანუ 4.31%-მა, ვლადისლავ დავანკოვს - 3 362 484-მა, ანუ 3.85%-მა, ლეონიდ სლუცკის კი - 2 797 629 ამომრჩეველმა, ანუ 3.2%-მა“, - განაცხადა პამფილოვამ.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.