ოფიციალური ვიზიტი ლიეტუვაში – მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ვილკავიშკისის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, ოფიციალური ვიზიტით, ლიეტუვის რესპუბლიკაში, ვილკავიშკისის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ.
ვიზიტის მიზანი ორ მუნიციპალიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და წარმატებული გამოცდილების გაზიარება იყო.
ვიზიტის ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტსა და ვილკავიშკისის მუნიციპალიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ბიზნესისა და სხვა სექტორულ მიმართულებებში გულისხმობს.
სამუშაო შეხვედრები გაიმართა ქალაქის მერთან და სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენელთან.

ასევე დაგაინტერესებთ

შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა – აქაოდა სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

თამარ იოსელიანი: ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან