მარნეულის მუნიციპალიტეტის და საკრებულოს თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვის რესპუბლიკაში, ვილკავიშკისის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ.
მარნეულის მერიის ცნობით, ვიზიტის მიზანს ორ მუნიციპალიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და წარმატებული გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.
„ვიზიტის ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტსა და ვილკავიშკისის მუნიციპალიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ბიზნესის და სხვა სექტორული მიმართულებებში გულისხმობს. სამუშაო შეხვედრები გაიმართა ქალაქის მერთან და სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენელთან.
ლიეტუვაში მარნეულის დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იმყოფებოდნენ, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომელი, ვუგარ გადიმოვი და მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი ეკატერინე ერაძე“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ