არქივი18 მარტი, 2024, 05:22
ოსტატურად შეასრულა - საბა ლობჟანიძის გოლი MLS-ში [VIDEO]
MLS-ის მე-4 ტურში "ატლანტა იუნაიტედი" "ორლანდო სიტის" დაუპირისპირდა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.
შეხვედრაში ანგარიში მე-9 წუთზე საბა ლობჟანიძემ გახსნა, ქართველმა ფეხბურთელმა ჯაკუმაკისის ულამაზესი გადაცემით ისარგებლა და MLS-ის მიმდინარე სეზონში პირველი გოლიც გაიტანა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლიმ ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩისთვის, რომელიც ლუქსემბურგის წინააღდეგ 21 მარტს გაიმართება, საბა ლობჟანიძე განაცხადს მიღმა დატოვა.
"ატლანტა იუნაიტედი" ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 6 ქულით მე-7 ადგილს იკავებს.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.