არქივი15 მარტი, 2024, 17:05
მამაცაშვილმა "დინამოს" კუთხურიდან ჩაუხვია - ულამაზესი გოლი ეროვნულ ლიგაში [VIDEO]
ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში ორი მატჩი გაიმართა.
„იბერია 1999“-მა თბილისის „დინამოს“ 1:0 სძლია. 45+2 წუთზე "იბერია 1999"-ის შემტევმა საბა მამაცაშვილმა ბურთი კუთხურიდან ჩაახვია და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.
აღსანიშნავია, რომ მსაჯმა 34-ე წუთზე პირდაპირი წითელი ბარათით თბილისის „დინამოს“ მეკარე გიორგი ლორია გააძევა.
„სამგურალისა“ და „კოლხეთი 1913“-ის შეხვედრა 1:1 დასრულდა.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.