არქივი29 ოქტომბერი, 2024, 10:23
ოსიმენი "გალათასარაიში" დაფრინავს - ნიგერიელმა "ბეშიქთაშსაც" გაუტანა [VIDEO]
![ოსიმენი "გალათასარაიში" დაფრინავს - ნიგერიელმა "ბეშიქთაშსაც" გაუტანა [VIDEO]](/wp-content/uploads/2024/10/1b672a356520f6e3fdd932b14161a4ee-9zS41W.jpeg)
თურქეთის სუპერლიგის მე-10 ტურში "გალათასარაიმ" "ბეშიქთაშს" უმასპინძლა და მეტოქე 2:1 დაამარცხა. "ნაპოლიდან" "გალაში" განათხოვრებულმა ვიქტორ ოსიმენმა თავური დარტყმით 67-ე წუთზე გოლის გატანა მოახერხა და საკუთარი გუნდის უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა.
ვიქტორის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 7 მატჩში 4 გოლის გატანა და ამდენივე საგოლე პასის შესრულება მოახერხა.
შეგახსენებთ, სტამბოლურ გუნდს ოსიმენის გამოსყიდვის უფლება არ აქვს.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.